დენიელ ქიზი. ყვავილები ელჯერნონისთვის. ფარგმენტი

საქმების ანგეიში 1

5 მარტთი, 1965

ექ. სტრაუსი ამბობს მე უნდა ვქნა დავწერო ყოველა მოვლენა რაც ხთება ჩემზე აქედან დაწყებული. მე არვიცი რატომ მაგრამ ის ამბობს ეს მნიშნელუვანია და ასე ისინი დაინახავენ თუ გამომიყენებენ მე. მე იმედი მაქვს მე გამომიყენებენ ისინი. ქალბატონი ქაინიენი ამბობს შეძლება მათ გამხადონ მე ჭკვიანი. მე მინდა ვიყო ჭკვიანი. მე მქვია ჩარლი გორდონი. მე ვარ 37 წლის და 2 კვირის წინ იყო ჩემი დაბადების დღე. მე მეტი დღეისთვის არფერი მაქვს რომ დავწერო ამიტომ ამით დავხურავ.

წინვლის ანგეიში 2
6 მარტთი

დღეს გამოცდა მქონდა. ვფიქრობ მე ჩავჭერი. და ვფიქრობ ისინი მე აღარ გამომიყენებენ. მოხთა ის რომ ზდილობიანი ახალგაზრდა კაცი იყო ოთახში და ქონდა რამდენიმე ცალი თეთრი ფურცელი მელნით დასრილი ყველა. მან თქვა ჩარლი რას ხედავ ამ ფურცელზე . მე ძალიან შემეშინა თუმცა ჯიბესი კუდღლის თათი მქონდა იმიტომ რომ როცა ბავში ვიყავი მე გამოცდებს ყოველთვის ვჭრიდი და მელნითაც ვისრებოდი.
მე უთხარი მას რომ დავინახე მელნისლაქა. მან თქვა დიახ და მე გამიხარდა. მე ვიფიქრე ამით დამთავრდა მაგრამ როცა ავდექი წასასვლელლად მან გამაჩერა. მან თქვა დაჯექი ჩარლი ჯერ არ დავამთავრეთ. მერე მე არ მახსოს კარგად მაგრამ მას უნოდა მეთქვა რას ვხედავ მელანში. მე ვერაფელს ვხედავდი მელანში მაგრამ მან თქვა იქ იყო სურათი და სხვა ხალხიმ დაინახა ის სურთები. მე ვერ ვხედავდი ერთ სურათისაც. მე ზლიერ ვეცადე დამენახა. მე მეჭირა ქახალდი ახლოს და მერე შორს. მერე ვთქვი ჩემი სათვლე რომ მქონდეს მე შვენიერად დავინახავდი. მე ჩვიულებრივ მხოლოდ ტვს და ფილმის ყურების ხანს ვიკეთებ სათვლეს მაგრამ მე ვთქვი ის კარადშია წინა ოთახში და მოვიტანე. მერე უთხარი მაჩვენე ისევლე ის ბარათი და დავნაძლევდეთ მე ახლა დავინახავ.
მე ვცდიდი ძალიან მარა ისევლე ვერ ვნახე სურათი. იქ დავინახე მარტო მელანი. მე უთხარი იქნება ახალი სათვლე მჭირდება. მან დაწერა ქახალდზე რაგაცა და მე შევშინდი გამოცდის ჩაჭრისთვის. მე უთხრი ეს იყო მშვენიერი ლაქა პატარა წეტილებით კვერცხეს გარშემო. მან ძალიან სევდიანი სახე მიიღო და მივხვდი ეს არ იყო სწორი. მე ვთქვი გთხოვ მაცალე ერთხელ კიდევ. მე გამოვიცნობ რამდენიმე წუთში იმიტომ რომ მე არ ვარ ძაან სწრაფი ზოგჯელ. მე ძალიან ნელი მკითველი ვარ ქალბატონ ქაინიენის კლაშში ნელი ხალხისთვის მაგრამ მე ძალიან ვცდილობ.
მან მომცა საშუალება სხვა ბარათით რომელზე 2 ლაქა იყო წითლად და ლურჯად.
იგი ძაან ზდილობიანი იყო და ლაპარაკობდა ნელა როგოც ქალბატონი ქაინიენი ლაპარაკობს და ამისხნა ეს არის ნედლი-შოკის* გამოცდა. მან თქვა ხლხი რაღაცეებს ხედავენ მელანში. მე უთხარი მაჩვენე სადა. მან თქვა იფიქრე. მე უთხარი მას მე ვიფიქრე მელნისლაქა მაგრამ ამის გარდა იქ არაფერია. მან თქვა რას გაგონებს ის შენ — წარმოადგინე რამე. მე დავხუჭე თვალები დიდხანს რომ წარმომედგინა. მე უთხარი წარმოვედგინე კალმიდან დაიქცა მელანი მთლიანად მაგიდის სუფრაზე. მერე დავდექი და გამოვედი.
არ მგონი მე გავიარე ნედლი-შოკის გამოცდა.

წინვლის ანგეიში 3

7 მართტი
ექ. სტრაუსმა და ექ. ნემურმა თქვა არ აქვს მნიშვნელობა მელნისლაქას შესახებ. მე უთხარი მათ მე არ დამიღვრევია მელანი ფურცელზე და ამიტომ მე ვერაფელს დავინახავ მელანში. მათ თქვეს რომ იქნებ ისენს მაინც გამომიყენონ მე. მე ვთქვი ქალბატონი ქაინიენი არასდროს მიკეთებდა მე ასეთ გამოცდებს მხოლოდ წერით და კითხვით მცდიდა. მათ თქვეს ქალბატონმა ქაინიენმა უთხრა მე ვარ საუკეთესი მოსწაფე ღამის სკოლაში იმიტომ რომ ვცდილობ ძალიან მაგრა და სინამდვილეში მინდა სტავლა. მათ თქვეს როგო იყო შენ რომ მიხვედი ღამის სკოლასი მთლიანად თვითონ ჩარლი. როგორ მიაკვლიე იგი. მე ვთქვი მე ვკითხე ხალხის და ვინმემ მითხრა მე სად უნდა წავიდე რომ ვისტავლო კითხვა და წერა კარგად. მათ მითხრეს რად გინდა. მე უთხარი მათ იმიტომ რო მთელი ჩემი ცხოვრება მე მინდოდოდა ვიყო ჭკვიანი და არა შტერი. მაგრამ ჭკვიანად ყოფნა ძალიან ძნელია. მათ მითხრეს იცი ეს სავრადუდოდ დროითი იქნება. მე ვთქვი დიახ. ქალბანონმა ქაინიენმა მითხრა. მე არ ვდარდობ თუ მეტკინება.
მოგვიანებით მე კიდევ მქონდა სულელური გამოცდები დღეს. ზრდილობიანმა ქალბატონმა ვინც ჩამიტარა ის გამოცდები მითხრა მათი სახელი და მე ვკითხე მას როგორ დავწერო სტორად ჩემს წინვლის ანგაიშში. თემატიკური აპერცეპციული გამოცდა. მე არვიცი პირველი 2 სიტყვა მაგრამ მე ვიცი რა არის გამოცდა. ან გადიხარ მას ან მიიღებ ცუდ ნიშანს. ეს გამოცდა ადვილი ჩნდა იმიტომ რომ მე ვხედავ სურათებს. მაგრამ ახლა ქალბატონმა არ დამავალა სურათების მოყოლა. ამისგან გამო მე დავიბენი. მე უთხარი კაცმა გუშინ თქვა მე უნდა უთხრა მას რას ვხედავ მელანში. ქალბატონმა თქვა არაა განსხვაობა. მან თქვა მოყევი რამე ამბავი ხალხიზე ვინც სურათშია.
მე ვთქვი როგორ გეტყვი ამბავს ხალხიზე ვისაც არასდროს ვიცნობდი. მე უთხარი რატომ ვქნა ტყვილი. მე აღარასდროს ვიტყვი ტყვილს იმიტომ რომ ყოველთვის გამომიჭირეს.
მან მითხრა მე რომ ეს გამოცდა და სხვა ასეთი ნედლი-შოკი არის პიროვნების გასაცნობად. მე ძალზე ვიცინე. მე ვთქვი როგორ შეიძლება გაიგო რამე მელნისლაქადან და ფოტუდან. იგი დამწუხრდა და მომაცილა მისი სურთები. არ ვდარდობ. ეს იყო სულელობა. მე ვფიქრობ ეს გამოცდაც ჩავჭერი.
მოგვიანებით ვიღაც კაცმა თეთრი სამოსით, წმიყვანა სავატყოფოს სხუა ადგილზე და მომცა თამაში სათამაშოდ. ეს იყო შეჯიბრება თეთრ თაგვთან. თაგვს ისინი ელჯენონს უძახოდნენ. ელჯერნონი ბევრ კედლებიან და მოსახვევიან კოლოფში იყო და მათ მომცეს ფანქარი და ქახალდი ხაზებით და ბევრი უჯრედებით. ერთ მხარეს ეწერა სტარტი და მეორეს ფინიში. მათ თქვეს ესაა გაკვირვებული ** და ამ ელჯერნონმა და მე ერთნაირი გაკვირვებული უნდა ვქნათ. მე ვერ გავიგე როგორაა ეს ერთნაირი გაკვირვებული თუ მე ქახალდი მაქვს და ელჯერნონი კოლოფშია. მაგრამ არაფერი ვთქვი. დროც არ იყო რადგან შეჯიბრება დაიწყო.
ერთ კაცს ქონდა საათი და ცდიობდა დაემალა რომ მე არ დამენახვა ის. მე ძაან ვცდილობდი არ შემეხედა და ეს მანერვულებდა.
ყოველ შემთხვევაში ამ გამოცცდამ უფრო გამიცუდა ხასიათი ვიდრე დანარჩენებმა რადგან მათ ის ქნეს 10 ჯერ სულ სხვადაასხვა გაკვირვებული და ელჯერნონმა ყოველთვის მოიგო. არ ვიცოდი თუ თაგვები ასე ჭკვიანი იყვენ. შეიძლება იმიტომ რომ ელჯერნონი თეთრი თაგვია. შიძლება თეთრი თაგვები უფრო ჭკვიანებია ვიდრე დანარჩენი თაგვები.

* ავტორს ნაგულისხმევი აქვს რორშახის ფსიქოლოგიური ტესტი,
ინგლისურად Rorschach, რაც გონებაშეზღუდულ ჩარლის მოეყურა როგორც raw-shock(როუ-შოქ) ანუ სიტყვასიტყვით ნედლი- შოკი.
** ჩარლის აუხსნეს რომ ესაა maze ანუ ლაბირინთი, მაგარამ მან ეს უფრო ნაცნობ სიტყვად amazed-ად გაიგო, რაც ქართულად გაკვირვებულს ნიშნავს .

Добавить комментарий