იური ნესტერენკო. პროექტი «გენეზისი»

(ამონარიდი კორპორატიული მიმოწერიდან)
გენერალურ დირექტორ იეღოვას
მარკეტინგული განყოფილების გამგე გაბრიელისგან

ჩვენი განყოფილების მიერ პროექტ „გენეზისის“ ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს რომ ბაზრისთვის საუკეთესო პერსპექტივა შემდეგ კონფიგურაციას გააჩნია:
პლანეტა: 1 ც.
რადიუსი: 3000 კმ.
სიმძიმის ძალა: 0,5 g.
თანაფარდობა ხმელეთი/წყალი: 1:1.
ტემპერატურა: +24
ატმოსფერო: ჟანგბადი.
ზღვები: მტკნარი წყალი.
მდინარეები: რძე, თაფლი.
ფაუნა: ბალახისმჭამელი.
პერიფერია:
მნათობი 2ც (დღე/ღამე), სიჩქარე: 0,0007 RPM (1 ბრუნი დღეღამეში).

„გაეგზავნოს სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილებას ტექნიკური დავალების (ტდ) გასამზადებლად — იეღოვა“

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სტრატეგიული დაგეგმარების გამგე მიქელისგან
სისტემის თვითღირებულების შესამცირებლად გთავაზობთ ორივე მნათობი მივაერთოთ ენერგიის ერთდაიმავე წყაროს, ხოლო ჟანგბადის ნაცვლად აზოტი ვიხმაროთ.

„50% ჟანგბადი მაინც დავტოვოთ თორემ მომხმარებელი გაიგუდება — ტესტირებისა და ტექდახმარების განყ. გამგე — რაფაილი“

„25%-ც საკმარისი იქნება — იეღოვა“

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან
პროექტ „გენეზისზე“ მუშაობისას (სტადია „იქმენ ნათელი“) გამოაშკარავებულია შემდეგი სირთულეები: არ გაგვაჩია ორ მნათობზე გადანაწილების შესაძლებლობიანი უწყვეტი ნათების კომპატქური წყარო. გთავაზობთ გამოვიყენოთ „წითელი ჯუჯას“ ტიპის სტანდარტული წყარო, ხოლო ღამის მნათობად ვიხმაროთ სარკე.

„ჯობია „ყვითელი ჯუჯა“. თვითღირებულება თითქმის იგივე აქვს და ამ დროს გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება — მრკეტ. განყ. გამგე — გაბრიელი“

„ეგ ხომ სერვერული წყაროა, რად უნდა ცალკეული პლანეტის მომხმერებლს მაგხელა? — ლუციფერი“

„რა უნდა მომხმარებელს და რა არა, ამას რეკლამის განყოფილება აუხსნის მას — გაბრიელი“

„ლუციფერ, დაკავდით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში. ვამტკიცებ „ყვითელ ჯუჯას“ — იეღოვა“

„ამ გახსენებაზე, იმ სიკაშკაშისას, რასაც ყვითელი ჯუჯა იძლევა, სარკის მაგიერ ჩვეულებრივი პლანეტოიდის გამოყენებაც შეიძლება — მიქელი“

„თანახმა ვარ“ — იეღოვა“

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან
ტდ-ში შეტანილი ცვლილებების შედეგად წარმოიშვნენ შემდეგი სირთულეები: უწყვეტი ნათების წყაროს მასა ბევრად აღემატება პლანეტისას, რის გამოც წყაროს არ სურს პლანეტის ირგვლივ ბრუნვა. ამის ნაცვლას პლანეტა ბრუნავს მის ირგვლივ. გარდა ამისა, წყაროს დიდი სიმძლავრის გამო შეინიშნება ტემპერატურის მდგრადი ზრდა ტდ-ში მოთხოვნილთან შედარებით(დაახლოებით ასჯერ). თუ წყარომდე მანძილს გავზრდით მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდებიან სისტემის გაბარიტებიც.

„დიდი გაბარიტები პრესტიჟის ამბავში კარგიც კია, მაგრამ აი, პერიფერიული მოწყობილობის გარშემო პლანეტის ბრუნვამ მომხმარებელს შეიძლება არასრულფასოვნების შეგრძნება გაუჩინოს. გრავიტაციული მუდმივა ხომ არ შეგვეცვალა? — გაბრიელი“

„გრავიტაციულ მუდმივას თუ შევცვლით მაშინ შეთავსების პრობლემა წარმოიშვება — მიქელი“

„რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის რა რის გარშემო ბრუნავს? მოიფიქროს რეკლამის განყოფილებამ რამე ფარდობითობის თეორია — იეღოვა“

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან
ორბიტის რადიუსის გადიდებისთანავე, როგორც კი ტდ-ში მითითებულ სისწრაფემდე პლანეტის აჩქარება ვცადეთ, სისტემა დაიშალა (პლანეტა კოსმოსში გაფრინდა). სხვათაშორის, ღამის მნათობიც მას მიჰყვა.

„არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება სისტემაში — მთავარია რას ხედავს მომხმარებელი. რატომ არ შეიძლება ვაიძულოთ პლანეტა, იბრუნოს თავისი ღერძის გარშემო? მაშინ მომხმარებელს მოეჩვენება რომ მზე და მთვარე მის გარშემო ბრუნავენ ტდ-ში მითითებილი სიხშირით — გაბრიელი“

„მერედა მომხმარებელი ვერ გამოიცნობს ჩვენს ფანდებს? — იეღოვა“

„რომც გამოიცნოს პროექტი იმ დროისთვის დიდი ხნის ჩაბარებული იქნება — გაბრიელი“

„თანახმა ვარ — იეღოვა“.

გენერალურ დირექტორ იეღოვას
ტესტირებისა და ტექდახმარების განყ. გამგე რაფაილისგან
სისტემის პირველადმა ტესტირებამ შემდეგი ხარვეზები გამოავლინა:
1) შეინიშნება მდგრადი გადახურება.
2) ბრუნვის ღერძი 23 გრდუსით გადაიხარა ვერტიკალისგან რის გამოც წარმოიშვნენ ციკლური ტემპერატურული ანომალიები.
3) მდინარეთა გამტარიანობა არ შეესაბამება დაპროეტებულს.
4) ბალახისმჭამელნი გაქრნენ.
5) ორბიტა არასტაბილურია, პლანეტას მზეზე დაცემის მიდრეკილება აქვს.

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან
1) აბა რას ელოდით ხმელეთი/წყალი-ს ამნაირი თანაფარდობისას? ოპტიმალური გაგრილებისთვის სადღაც 1:3 – 1:4 -ზეა საჭირო.
2) მაგ საკითხზე ვმუშაობთ.
3) იმიტომ რომ რძე მჟავდება ხოლო თაფლი ჩაშაქრდა.
4) ბალახისმჭმელთ ბალახი სჭირდებათ, ის კი არ ხარობს ამისთანა სიცხეში და უწყლოდ. გთვაზობთ მდინარეებში წყალი გავუშვათ, ამით ნომერ 3 პრობლემასაც გადავჭრით.
5) გრავიტაციულ საპირწონედ გარეგან ორბიტაზე კიდევ ერთ პლანეტას განვათავსებთ.

„ხმელეთს ვეღარ შევკუმშვათ, ზღვათა ფართობის გაზრდა მოგვიწევს. ეს კი მოცულობისა და სიმძიმის ძალის გაზრდაა. და კიდევ ეს ზედმეტი პლანეტა… — მიქელი“

„არა უშვას, მომხმარებელი ჩაყლაპავს. ზედმეტ პლანეტას სამკაულად გავაფორმებთ. აი, რძე და თაფლი კი უკვე დავაანონსეთ. ყველაზე შესამჩნევ მდინარეებში მათი დატოვება მოგვიწევს — გაბრიელი“

„შეგახსენებთ რომ ვადა იწურება, ხოლო თქვენი კი ჯერაც ნაცარს ქექავთ. ამ გახსნებაზე, დიზაინერებს აქამდე არ წარმოუდგენიათ ცხენის პროექტი, კვლავინდებურად დინოზავრებს უჩხიკინებენ. ვის უნდა ეს დინოზავრები? — იეღოვა“

„კაცმა რომ თქვას, მომხმარებელს მოსწონს დინოზავრები — გაბრიელი“

„კარგი, მაგრამ ცხენიც აუცილებლად იყოს — იეღოვა“

გენერელურ დირექტორ იეღოვას
ტესტირებისა და ტექდახმარების განყ. გამგე რაფაილისგან
1) ღერძთან დაკავშირებულ, ჯერაც გადაუჭრელ პრობლემებთან ერთად პლანეტას ახლა კოსმოსში გაფრენის ტენდენცია გაუჩნდა.
2) ბალახისმჭამელნი ისევ არ გვყავს.

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან
1) კიდევ ერთ საპირწონეს შევქმნით, ამჯერად შიდა ორბიტაზე.
2) ფაუნა გამრავლდა, ჩახეთქა მთელი ბალახი და გაფშიკა ფეხი.

„საბოლოოდ რამდენი საპირწონეა საჭირო? — მიქელი“

„მოკლედ, შესატყვისობის სამუშაოთა ჩატარების შემდეგ, სისტემის სტაბილიზაცია ცხრაზე მოხერხდა — ლუციფერი“

„ხომ არ მომეყურა? ერთის ნაცვლად მომხმარებელი 9 პლანეტას მიიღებს? — იეღოვა“

„მომხმარებლისთვის მაგის ცოდნა არაა სავალდებულო. ამ პლანეტების ნახევარს ტელესკოპის გარეშე ვერც დაინახავს. გთავაზობთ მომხმარებლის ინსტრუქციას დავამატოთ მე-11- ე მცნება: „არ გამოიგონო ტელესკოპი“ — გაბრიელი.

„არ ღირს. მაშინ ნამდვილად გამოიგონებენ — იეღოვა“

„სხვათაშორის, ორბიტის რადიუსის გადიდების მერე, ღამის მნათობის სიკაშკაშე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა. გთავაზობთ მის ნაცვლად სარკის ინსტალირებას — რაფაილი.

„აქამდე სად იყავით? ძლივს გავაწონასწორეთ სისტემა! ყველაფრის თავიდან გასწორება გინდათ? — ლუციფერი“

„არავითარი თავიდან! პროექტის ჩაბარებამდე ექვსი დღეა დარჩენილი. ლუციფერ, ან თქვენ ამ ყველფერს აამუშავებთ, ან გადაგიყვანთ ჩამოქვეითებით! — იეღოვა“

გენერელურ დირექტორ იეღოვას
სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან
ჩემი რა ბრალია როცა თავიდანვე ვერ მომცეს წესიერი ტდ? ერთი სიტყვით, ასეა: ღერძის დახრილობა როგორცაა ახლა, ისე დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ედემის ბაღში +24 იქნება, ხოლო თუ მომხმარებელი სადღაც სხვაგან გაბოდიალდება ეს უკვე მისი პრობლემაა. დინოზავრებს ვეღარ ვასწრებთ მაგრამ ცხენებს აუცილებლად გავაკეთებთ. რძის და თაფლის მხრივ არაფერი გამოვიდა, მდინარეებში წყალი გავუშვით, თუმცა მარილი ჩააქვს ზღვაში. ბალახისმჭამელებმა რომ მთლიანად არ ჩათქვლიფონ რესურსები, მტაცებელთა ჯგუფი გამოვუშვით, თუმცა მომხმარებლისა და ბალახისმჭამელის გასარჩევი პროგრამის ჩადგმას ვეღარ ვასწრებთ მათში. მოკლედ, რაღაცნაირად იმუშავებს.

„კარგია ძლიერ — იეღოვა“

Добавить комментарий