განაღდებული ბედნიერება

შოთას სახეს ლიას ფილტვებიდან ამომავალი თბილი და სასიამოვნო ჰაერი მოელამუნა. მამაკაცს სუნთქვა აუხშირდა და სხეულიც დაეძაბა. მისი ხელები პატრონის უკითხავად შემოევლნენ ქალის წელს და ძალუმად მოიზიდეს იგი. ქალს ნაზი კვნესა აღმოხდა. ამის გაგონებამ კაცის ვნება კიდევ უფრო დაამსგავსა ტყეში გაჩენილ ხანძარს. მან გამალებით გაუხსნა ქალს პერანგს ღილები და ჩამოაშორა ეს ტანსაცმელი ახალგაზრდა მდედრის მოქნილ, გონების დამბნიდავ სხეულს.
აქ შოთა წამით შეყოვნდა არჩევანის წინაშე დამდგარი: მკერდი მოვუშიშვლო ლიკუნას თუ ჯინსები ჩავხადოო? გადაწყვიტა ჯერ ზედა სამოსი მოეშორებინა, ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე რომ ეღობებოდა. მანაც ხელი ქვემოთ ჩააცურა, ქამრის ღილი შეხსნა ქალის შარვალზე და მერე უბეც ჩაუხსნა. ამას კიდევ ერთი ვნებით გაჟღენთილი ამოოხვრა მოჰყვა და ამასობაში ჯინსები უკვე ჩალისფერ, პრიალა პარკეტზე ჩაიკეცნენ.
ისევ წელში გამართულმა შოთამ წეღანდელი სურვილი შეისრულა — საკეტი გახსნა და ის ვარდისფერი აბრეშუმის ქსოვილი მოისროლა გვერდზე, ლიას ქათქათა მკერდის დანახვას რომ არ ანებებდა ამდენ ხანს.
ძუძუებმა თვალისმომჭრელად გამოანათეს. შოთა მარცხენას დაეწაფა ტუჩებით, მარჯვენა კი ხელის მტევანში მოიქცია ნანატრი სამოთხის ხილივით. მერე, როცა ამ ძუძუს მარტო ფერება ვეღარ იკმარა, მასზე გადაიტანა პირი და მასაც დაეკონა ზედ.
ამის მერე კაცი ქალის წელისკენ დაიხარა და თან გზაში თვალს არ აცილებდა მის უზადო, მოქნილ, თეთრი ხავერდივით კანი რომ უფარავდა, იმ სხეულს. აჰა, მან ქათქათა, თოვლისფერი ატლასის საცვლებსაც მიაღწია და ისინიც ჩაჰხადა ქალს. ამის მერე იგი კვლავ გაიმართა და ამჯერად ბაგეები დაუკოცნა ლიას, ხელი კი ისევ ქვემოთ ჩაასრიალა და ჟინისგან აღტკინებულ მდედრს ფეხებს შორის შეუცურა. ამჯერად ქალმა გაბმულად ამოიგმინა და კაცს ოდნავ ფრჩხილებიც ჩაასო ზურგში. ამ დროს შოთამ ლიას ფეხებს შორის მყოფი ხელით სისველე იგრძნო და მიხვდა რომ მეტს ვეღარ გაწელავს ფერებას, ახლავე უნდა დაეუფლოს სატრფოს.
ქვემოთ რომ ჰქონდა ის ხელი მან მუხლებქვეშ ამოუდო ქალს, მეორე ზურგში და ასე აიტაცა იგი. ხელში ნადავლ მოგდებული შოთა თავისი ფართე ლოგინისკენ გაემართა, ქულა ღრუბლების ფერად დაფარულ, თვალუწვდენელ სიყვარულის ველს რომ ჰგავდა.
საწოლს მიმდგარმა კაცმა მუხლები მიაყრდნო მას და მერე ფრთხილად დააწვინა ძვირფასი ტვირთი ზედ, რის დროცას თავისი სხეულის აღტკინებულ ნაწილზე მისი გადატარებაც მოუწია. თვალებმინაბული ლია ზურგზე გადაწვა, მან ხელები მოადუნა და მუხლებში ოდნავ მოკეცილი ფეხები ერთმანეთს დააშორა.
ამ სურათმა შოთას წამით სუნთქვა შეუკრა და იგი ის იყო ედემში შეცურებას აპირებდა როცა ამ დროს მისმა ტელეფონმა საგანგებო გამოძახების ცივი, წრიპინა ხმა გამოსცა.
ლიამ, ანუ ანდროიდმა „ქ- 002“-მა იგი ხელადვე აღრიცხა და შესაბამისი პროგრამული ოქმიც აამოქმედა. ვნება ხელადვე გაქრა მისი სახიდან. იგი თვალის დახამხამებაში და კიდევ უფრო ადრე გადაიქცა მზრუნველ მეუღლედ, ჭირშიც და ლხინშიც რომ გვერდით უდგას მის ქმარს. მან ცალი ხელით ზეცარი დაითრია და მსწრაფლ წამომჯდარმა ისე შემოხვია იგი ტანზე რომ შოთა ახლა შიშველს მხოლოდ ქალის ხელებსა და ტერფებს ხედავდა.
- სახანძრო გამოძახებაა. — მშვიდი, საქმიანი და მზრუნველი ტონით წარმოთქვა ლიამ, — შენ ჩაიცვი და მე მანამდე ჩანთას გაგიმზადებ.
შოთა რამდენიმე წამს გაშტერებული იდგა. მერე კი, რა გზა იყო და ისიც გონს მოეგო. რაღა დროს შეყოვნებაა, ეტყობა სადღაც მართლა დიდი ალია თორემ ისე მას, ცვლისგან თავისუფალ მეხანძრეს, ვინ გამოიძახებდა სამსახურში?
მალე, თავის მანქანაში მჯდარმა, მან მომავალი დავალების სირთულე და მისამართი დააზუსტა. ამას მორჩენილი იმაზე დაფიქრდა რომ რაც არ უნდა დიდ და გაშმაგებული ხანძართან მოუწიოს ბრძოლა, სახლში მიბრუნებული, ცეცხლთან ნაბრძოლი დაღლილობისგან მკვდარიც რომ იყოს, მისი სრულყოფილი, უნაკლო და ეშხის განსახიერება ლია თვალის დახამხამებაში აიტაცებს იგივე ვნების მწვერვალზე, რომლის მიტოვებაც ასე უდროოდ მოუწია. დაილოცა იმის სახელი ვინც ეს შესანიშნავი რამ მოიგონა და შექმნა.
თანაც, მარტო შოთა ხომ არაა ასე ბედნიერი და მუდმივ სიამოვნებაში მყოფი? აგერ მისი მეზობელი ნანაც ამ გზას არ დაადგა? იმის მერე რაც ის ვიგინდარა, ტოტალიზატორის ბინადარი ქმარი მოიშორა და თავისი მგელიკა — „მ — 112“ შეიძინა, ხომ შეიცვალა ქალი მთლიანად. სულ სიამოვნების და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებს სახეზე. აბა რა იქნება, როცა დანამდვილებით იცის რომ რაც არ უნდა აუწეწონ ან ცელქმა ბავშვებმა, ან უფროსობამ დღის განმავლობაში ნერვები, ყოველივე უკვალოდ გაქრება სახლში მისვლისთანავე. მგელიკას გულისხმიერი, სულში ჩამწვდომი, ყველაფრის გამგები საუბარი, მისი ნაზი ხელები, მისი ძლიერი მაგრამ სათუთი ვნება მსწრაფლვე დაავიწყებს განცდილ უსიამოვნებებს.
მით უმეტეს, სამსახური მეზობელ რაიონში აქვს და ყოველდღიური იქეთ-აქეთ გზაც საკმაოდ მომაბეზრებელია. თავად მათ ქალაქში შარშან დახურეს უკანასკნელი სკოლა — არაა მისი სამყოფი ბავშვიო. ამასაც ითვალისწინებს მისი მამრი და ზედმეტ შეწუხებას არასდროს აკადრებს.
- იქნებ ბავშვიც კი ავიყვანოო, — ამას წინათ უთხრა ნანამ შოთას, — ხომ ძალიან საყვარლებია არიანო.
ზუსტად ბავშვის გახსენებაზე შოთამ თავისი მიმქროლავი მანქანიდან ის სამშობიარო სახლი დაინახა, სადაც თავად ის მოევლინა ამ ქვეყანას. ცოტა სევდამაც კი დაუარა გულზე. ამ დაწესებულების რემონტი უკვე დაესრულებინათ და სხვა „სამშობიაროდ“ გადაეკეთებინათ იგი: უახლესი მოდელის ანდროიდები იყიდება ახლა აქ. იყიდება რა, უფასოა გინდა ბავშვი და გინდა ზრდასრული. ეს იყო მაგათი გასაღების მთავარი ხერხი. ხმები დადიოდა რომ თავის დროზე ვიღაცამ დააფინასა რობოტთა ასეთი უფულოდ გავრცელება. ნებისმიერ პიროვნებას ვინაც ამ აპარატის შეძენას მოისურვებს, ორი პირობით აძლევენ მას: შეგნებულად არ უნდა დააზიანოს იგი და თვეში ერთხელ ელექტრობით უზრუნველყოს დასატენად.
თავდაპირველად ეს სიახლე აღიზიანებდა ხალხს. შიშობდნენ, ამ მოწყობილობამ საბოლოოდ არ გაანადგუროს ადამიანთა შორის ცოცხალი ურთიერთობაო. თავად ცხოვრებამ დააშოშმინა ისინი თანდათანობით, როგორც ყოველთვის. ჯერ ერთმა იყიდა ეს ახალი აპარატი და მერე ხშირ-ხშირად აქებდა მა. მერე ნელ-ნელა, ცნობისმოყვარეობას და წაბაძულობას აყოლილებმა, სხვებმაც დაითრიეს.
ისიც გაიხსენეს რომ ყოველთვის ასე იყო — ნებისმიერი ახალი გამოგონება: წიგნი, გაზეთი, რადიო, ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი და ა.შ, იმასვე შვებოდა. ანუ, კვეცავდა ადამიანთა შორის ურთიეთობას ან ასხვაფერებდა მას.
შოთას ისევ ნანა და მისი სურვილი გაახსენდა. არაა ცუდი აზრი. პირიქით, ძალიან მშვენიერიც კია. მას ჰყავდა ეს ბავშვები ნანახი. არაჩვეულებრივად საყვარლები არიან, თუმცა ბუნებრივი ჩვილებივით არც ესენი გაცლიან ღამის ძილს. პირველი მოდელები არ იყვნენ ასე მოუსვენარნი, მაგრამ გამოირკვა რომ მათი ასეთი სიმშვიდის გამო, რადგან მზრუნველობას თითქმის არ საჭიროებენ და ძალიან მცირე ძალისხმევას ითხოვდნენ აღსაზრდელად, არ წარმოიშვებოდა ძლიერი სიყვარული და სიახლოვე „მშობლებსა“ და „შვილებს“ შორის.
ბავშვებს რომ თავი დაანებო, სამსახურშიც იგივე არაა? თანამშრომელთა უმეტესობა ანდროიდია. მარტო თავად შოთა და დათო არიან ადამიანები. არადა მართლა რამდენად უკეთესია ეს ხელოვნური ხალხი! ნებისმიერ დავალებას უხარვეზოდ და დროულად ასრულებენ განსხვავებით ამ ჭირვეულ, უდისციპლინო, მოუმზადებელ და ყოველთვის დაგვიანებული ადამიანებისგან. სახლში ხომ საერთოდაც სამოთხეს გიქმნიან, ნეტარების სამეფოს, ტვინს არ გიწყალებენ რაიმეზე ღინჭილით!
არადა რა სისულელეებს თხზავდნენ ფანტასტი მწერლები და რა კინოებს იღებდნენ რეჟისორები: ასიმოვი და მისი რობოტექნიკის სამი წესიო, „ტერმინატორიო“, „ბლეიდ რანერიო“, ადამიანთა და რობოტთა ომიო, რობოტები დაჩაგრავენ ხალხსო და მსგავსი უაზრობები!
სრულიად საპირისპიროდ ახდა ყოველივე: ამ ქმნილებებთან თანაცხოვრება ყველაზე ბედნიერი გამოდგა მთელი ისტორიის მანძილზე! მართალია, ბუნებრივ ადამიანთა რიცხვი გამუდმებით მცირდება მაგრამ, თუ რაიმე, თუნდაც ძალიან ძვირი და სასიამოვნო ნივთი მუქთად შემოგთავაზეს, ხომ ვერ იტყვი დამაძალესო?

Добавить комментарий